კობახიძე გაბუნიას: თუ სიმართლე თქვენს მხარეზეა, სტრასბურგში წასვლა არ მოგიწევთ და ამ საქმეს აქვე მოიგებთ

დარწმუნებული ვარ, რომ, თუ სიმართლე თქვენს მხარეზეა, სტრასბურგში წასვლა არ მოგიწევთ და ამ საქმეს აქვე მოიგებთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ, გადაცემა “არჩევანში” რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძე ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლა გამორიცხავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ, თუ სიმართლე თქვენს მხარეზეა, სტრასბურგში წასვლა არ მოგიწევთ და ამ საქმეს აქვე მოიგებთ. თუ არადა, არც ხალვაშის ადვოკატები არიან გულხელდაკრეფილები,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომებს არ გაიმეორებს.
„ხელისუფლება არასდროს იმ ზომებს არ განახორციელებს და არასდროს იმ მეთოდებით არ იმოქმედებს, რომლითაც თქვენს უკან მდგომი პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში მედიის წინააღმდეგ მოქმედებდა,“ – ამბობს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები