მაია ცქიტიშვილი: ვნახავთ, განვიხილავთ და მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად ვიმოქმედებთ

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ წერილს განიხილავს და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომაზე დასწრების სურვილთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაგზავნილი წერილი ჯერ არ უნახავს.
“როგორც იცით, მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, ამიტომ ფიზიკურად არ გავცნობივარ წერილს. რა თქმა უნდა, ვნახავთ, რა არის, განვიხილავთ და კანონმდებლობის და მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად ვიმოქმედებთ,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები