ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას რუსული გაზით

„გაზპრომის“ საკითხი ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის აბსოლუტურად პოლიტიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი ბაქოში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და აზერბაიჯანული გაზი რუსული გაზით არ ჩანაცვლდება.
„ასევე, კითხვები დაისვა, თუ რატომ ვიყავით ბაქოში. ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ასევე, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას რუსული გაზით. ასეთი რამ არავის უთქვამს ჩვენი მთავრობიდან და არც განიხილება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები