საქართველოს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი ეწვევა.
ვენჩაი ჟანგი 15 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
ვენჩაი ჟანგიმ აზიის განვითარების ბანკში (ADB) მუშაობა 2013 წლის დეკემბერს დაიწყო. იანგი კურირებს სამხრეთ აზიის დეპარტამენტისა და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტების საქმიანობას. აზიის განვითარების ბანკში მუშაობის დაწყებამდე ვენჩაი ჟანგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2004-2012 წლებში იგი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მუშაობდა სხვადასხვა მრავალმხრივ ინიციატივებზე მათ შორის G20, სამხრეთ აზიის ერების ასოციაცია +3 (ASEAN+3), აზიისა და წყნარი ოკეანის ავზის ქვეყნების თანამშრომლობა (Asia Pacific Economic cooperation).
2007-2009 წლებში ჟანგს აზიის განვითარების ბანკის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა, სადაც ის იყო ბიუჯეტის განხილვის კომიტეტის თავმჯდომარე, განვითარების ეფექტურობის კომიტეტის და დირექტორთა საბჭოს ეთიკის კომიტეტის წევრი. 1993-1996 წლებში იყო ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში ჩინეთის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი. ჟანგს მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი ფინანსებში სოციალური მეცნიერებების ჩინეთის აკადემიის მეირ. მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხები საერთაშორისო ეკონომიკაში მას მიენიჭა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნან კაის უნივერსიტეტში.