„საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლო ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავს“
„საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იყო 5 ხმა 4-ის წინააღმდეგ, ანუ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოშიც, რომელიც ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავს, უკვე 4 შორსმხედველი ადამიანი აღმოჩნდა“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა სანდრო თვალჭრელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბი გააკეთა.
სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი კონტროლს გარეთ არ უნდა დარჩეს. მანვე ლარის კურსთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „საქართველოში არათუ ეროვნული ბანკი, არამედ არ უნდა არსებობდეს არცერთი დაწესებულება, რომელიც კონტროლის გარეთ დარჩება. აბსოლუტურად დაუშვებელია რომელიმე სახელმწიფო ორგანო კონტროლს გარეშე იყოს. ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ეროვნული ბანკი აკონტროლებს და ლარის გაცვლით კურსზეც პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ლარის გაცვლითი კურსი ერთადერთ პარამეტრზეა დამოკიდებული. ეს არის ფულადი მასის ფარდობა ლარში და უცხოურ ვალუტაში. ფულად – საკრედიტო პოლიტიკას ეროვნული ბანკი აკონტროლებს და ლარის გაცვლით კურსზეც პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის 3 პარამეტრი არსებობს: ესაა გაცვლითი კურსი, ესაა ინფლაციის და დევალვაციის ინდექსები. როგორც კი იცვლება გაცვლითი კურსი, მაშინვე ეს ორივე პარამეტრი იცვლება. ამაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. კონტროლი რომ ყოფილიყო ეროვნულ ბანკზე, ქვეყანაში დევალვაცია მაინც მოხდებოდა, მაგრამ არა ასეთი მოცულობით, როგორიც იყო“,- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფინანსო ზედამხედველობის მუშაობა შეჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მანამდე კი საზედამხედველო ფუნქციებს კვლავ ეროვნული ბანკი შეასრულებს.