“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა. გიგი წერეთლის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის მიღებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
“ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ეწინააღმდეგებოდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო პრინციპს. ხელისუფლებამ არც ეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებები არ გაითვალისწინა და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს კი, როგორც ვხედავთ, ეს გადაწყვეტილება არის შეჩერებული,” – განაცხადა დეპუტატმა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები