სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში შუშის მისაღები გახსნა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობაში შუშის მისაღები გახსნა, სადაც ის მოსახლეობას შეხვდება.
„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუმცა ეს პატარა საქმეც ბევრს უხარია. დასაწყისისთვის კარგია“, – განაცხადა სააკაშვილმა. ახალ შენობაში 20-მდე ადამიანი იმუშავებს, რომელთა მიზანია მოსახლეობის მიმართვებზე რეაგირება. სააკაშვილის დავალებით, მოსახლეობის განცხადებებზე რეაგირების პერიოდი აქ 10-ჯერ, 30 დღიდან სამ დღემდე შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები