პარლამენტში სოზარ სუბარს უსმენენ
დევნილთა მინისტრს, სოზარ სუბარს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში უსმენენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, ცალკეული სამინისტროების ანგარიშების მოსმენა კარგი შესაძლებლობაა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, თუ რა კეთდება ამა თუ იმ უწყების მხრიდან.
“მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან და პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის კარგი სტანდარტი – ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ მოსმენებით, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ანგარიშებით მოდიან პარლამენტში, საუბრობენ რეფორმების თაობაზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს ან დასრულდა. ეს კარგი შესაძლებობაა, რომ, ერთი მხრივ, ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს, რა კეთდება კარგი სამინისტროების მხრიდან და, მეორე მხრივ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით იმ ქმედებებს, რასაც უწყებები თავიანთი მიმართულებით ახორციელებენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.