კასპში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ -ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მათი ცნობით, კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევი თევზაობდა ანკესზე გამობმული სახლართი ბადით. შედგა შესაბამისი ოქმი.