მოსკოვში ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

მოსკოვში პოლიციამ „კანონიერი ქურდების“ ე.წ. სხოდკა აღკვეთა. დაკავებულთა შორის არიან ქართველი ქურდები: რომან ლომთაძე, მეტსახელად „მუსუსა“ და შალვა ხუჭუა, მეტსახელად „როკო“. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „კანონიერი ქურდების“ შეხვედრა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში იმართებოდა, სადაც დანაშაულებრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა გავლენის სფეროები და ფულადი ნაკადები გადაენაწილებინათ.
დაკავებულთა შორის არის ასევე „კანონიერი ქურდი“ ვიტალი იზგილოვი, მეტსახელად „ვიტალი მახაჩკალინსკი“. მთლიანად დაკავებულია 40-მდე კრიმინალური „ავტორიტეტი“.
მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 სექტემბერს, რომლის შედეგად ხიმკის რაიონში დანაშაულებრივი დაჯგუფებების ლიდერების შეკრება ჩაშალა და იქ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ძვირადღირებული ავტომანქანების მოპარვით იყვნენ დაკავებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები