მამუკა არეშიძე: “რუსთავი 2”-ის დასაცავად მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვა

“რუსთავი 2” წლების მანძილზე ატყუებდა საქართველოს მოსახლეობას – ამის შესახებ მამუკა არეშიძე “ასავალ-დასავალთან” საუბრობს. მისი თქმით, ამ ტელევიზიამ უკვე ბევრი ადამიანი გაამწარა.
“ყოველთის დავდიოდი ყველა საპროტესტო აქციაზე, რომელიც საქართველოში მედიის დასაცავად იმართებოდა, მაგრამ ახლა პირდაპირ ვამბობ – “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად ქუჩაში არ გავალ, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს, ნიკა გვარამიას მიერ მოწყობილი ფარსის მონაწილე გავხდე! საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა “რუსთავი 2″-ის დასაცავად ქუჩაში არ გამოვა, რადგან ამ ტელევიზიის ტყუილებს წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული,”- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები