ირანის ელჩი: შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი ირანს ეწვიოს

 საქართველოში ირანის ელჩის აბას თალებიფარმის ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირანს ეწვიოს. მისივე განცხადებით, მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა.
“ჩვენს ორ ქვეყანას შორის საუკეთესო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველა დონის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა. 2016 წლის დასაწყისში ვგეგმავთ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში. სამომავლოდ უკვე საუბარია, რომ დავიწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტზე მუშაობა”, – განაცხადა აბას თალებიფარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები