სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს შთამბეჭდავს უწოდებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს შთამბეჭდავს უწოდებს.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ უწყების სამწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმები წარმატებულად ხორციელდება.
„ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებებია. ორი რამ არის, რაც უნდა იყოს აუცილებელი და ორივე, ამ შემთხვევაში, წარმატებულად ხორციელდება. ეს არის ადამიანის უფლებები და ის, რომ პენიტენციურ სისტემაში ადამიანები იყვნენ ღირსეულ პირობებში, იყოს წესრიგი და სარეჟიმო მოთხოვნები დაცული. ორივე მიმართულებით არის სერიოზული წინსვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სახე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სასჯელღარსულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს უწყების მუშაობის სამი წლის ანგარიში სასტუმრო „რედისონში“ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები