ზურაბ ტყემალაძე: თავად აზერბაიჯანიც გაზს “გაზპრომიდან” ყიდულობს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, თავად აზერბაიჯინიც გაზს “გაზპრომიდან” ყიდულობს. როგორც უმრავლესობის წევრმა საკითხის კომენტირებისას განმარტა, “გაზპრომთან” დაკავშირებით არაფერი საგანგაშო არ ხდება და უფრო მეტი მოლაპარაკება უნდა იყოს.
“არაფერი საგანგაშო “გაზპრომთან” დაკავშირებით არ ხდება. მე თუ მკითხავთ, პირიქით, უფრო მეტი მოლაპარაკება უნდა იყოს. ჯერ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მილი, რომლითაც გაზი სომხეთს მიეწოდება და, აქედან გამომდინარე, მიეწოდება საქართველოსაც, რადგან გაზის გარკვეული ნაწილი რჩება აქ, რაც უფრო მეტად იქნება დატვირთული, უფრო სასარგებლო იქნება სომხეთისთვისაც და ჩვენთვისაც. მეორეც – შესაძლო ვარიანტი, რომ კომერციულმა სტრუქტურებმა პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ და ამ მილის საშუალებით გაზი მიიღონ. შესაძლოა, არსებობენ კომერციული სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ შეიძონონ ის გაზი, რომელიც “გაზპრომი” აწვდის”, – აცხადებს ტყემალაძე.