დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტრო გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში ოფიციალურ მიღებას მართავს
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში ოფიციალურ მიღებას მართავს.
ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები.
მიღებაზე მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ხელოვნებათმცოდნეები.
შეჯამდება გლობალური დიასპორული კვირეულისადმი მიძღვნილი კონკურსის – “ახალგაზრდა ლიდერების განვითარება” – შედეგები. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კონკურსის გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.
მიღებაზე წარმოდგენილი იქნება უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები. წარმოდგენილი იქნება ლევან მოსიაშვილის, ალი ასლანიშვილის, მაია სიმონიას, ეთერ თედიაშვილის, ანა ყურშავიშვილისა და სხვათა შემოქმედების ნიმუშები.