ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა გაკეთდება
ვერეს ხეობაში მშენებლობები არ მოხდება და იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერეს ხეობაში რეკრეაციის ზონა გაკეთდება და ხელისუფლების მიერ ეს ასეც არის დაგეგმილი.
ასევე, მან უარყო თითქოს მთავრობის სხდომაზე ვერეს ხეობაზე მშენებლობების გაგრძელების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული.
“სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონოდა მანამდეც და სტიქიის შემდეგაც იქ არაფერი არ უნდა აშენდეს, მით უფრო სტიქიის შემდეგ იქ არაფერი არ აშენდება. საშიშროება, დამცავ ნაგებობებს როგორ კარგად მოვაწყობთ, ყველა შემთხვევაში რჩება, ამიტომ მდინარის კალაპოტში რომ მშენებლობა არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვანია და დარწმუნებული იყავით, ხელისუფლება ამას ასეც მიხედავს”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.