ფალსიფიცირებული, ვადაგასული და არარეგისტრირებული ქიმიკატების რეალიზაციის ფაქტები შემცირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად აწარმოებს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლს.
ფალსიფიცირებული, ვადაგასული და არარეგისტრირებული ქიმიკატების რეალიზაციის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლის გამკაცრებას უკავშირებს. თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სპეციალიზებული მაღაზიებიდან აღებული და გამოკვლეული170 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ათში, მათ შორის 4 ნიმუში გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა, ხოლო 6 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეტიკეტირების წესის დარღვევას, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პესტიციდების არაორგანიზებული რეალიზაციაც შემცირდა სახლების ეზოებიდან და ბაზრობებზე; მოწესრიგდა მარკირება, სანიტარიული ნორმები და შენახვის პირობები.