ოქტომბრის მონაცემებით, პატიმართა გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა
სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პატიმართა გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა.
3-წლიანი ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა სასტუმრო “რედისონში” გამართა და მედიას, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო.
როგორც სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სამწლიან ანგარიშშია აღნიშნული, პატიმართა სიკვდილიანობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, სიკვდილიანობის სტანდარტული მაჩვენებელი, რომელიც ყოველ 10 000 პატიმარზე გამოითვლება, 63-დან 27-მდე შემცირდა (2012-2014წ), 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა.