ოთარ დანელია ედუარდ გრამას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოლდავეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილეს, ედუარდ გრამას შეხვდა.
შეხვედრაზე ედუარდ გრამამ აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი აღნიშნა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვა-გამოყენების მიმართულებით ქართულ მხარეს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
უწყების ინფორმაციით, მოლდავეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში ახლად გახსნილი ღვინის ცენტრიც დაათვალიერა. სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სტუმრებმა საქართველოში 2014 წელს დაწყებულ ვენახების კადასტრის პროგრამის და გადამუშავებული ყურძნის აღრიცხვიანობის ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები