“უფრო დრამატულ შედეგებს ველოდი” – ზაქარია ქუცნაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევის უფრო დრამატულ შედეგებს ელოდა.
ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციით გამოწვეული გაძვირებული ცხოვრება საზოგადოებაში პოზიტიურ განწყობებს არ ქმნის.
“მე უფრო დრამატულ შედეგებს ველოდი, რადგან ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში ლარის დევალვაციამ ძალიან უარყოფითი განცდა წარმოქმნა და, ბუნებრივია, ცხოვრების გაძვირებას მოსახლეობაში შეუძლებელია პოზიტიური განწყობა მოეტანა. აქედან გამომდინარე, მე არ მკვირს ამ დამოკიდებულების”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, NDI-მ და და CRRC-საქართველომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინეს. გამოკითხვა, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.