NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ადგილობრივი მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ადგილობრივი მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს.
კითხვაზე – რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს? – პასუხები ასე გადანაწილდა: ვეთანხმები – 13%, ნეიტრალური – 34%, არ ვეთანხმები – 46%, არ ვიცი – 7%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს. აღნიშნული კვლევა, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.