ზვარეში ძაღლის დაკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია ადგილობრივების განცხადებაზე, რომ “ ჩინელმა მუშებმა ძაღლი შეჭამეს“.
როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე).
მოვითხოვთ ჩინელების მიერ ძაღლის შეჭმის ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა მკაცრად დასჯას – ამ სათაურით ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა. პეტიციით მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მომხდარი ფაქტის შესახებ წერენ. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, სოფელ ზვარეში ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მუშებმა ადგილობრივი მაცხოვრებლის ძაღლი შეჭამეს. “კვირასთან“ საუბრისას ზვარეში ხარაგაულის გამგებლის წარმომადგენელი ერიკ ტალახაძე აცხადებს, რომ ძაღლის დაკვლის ფაქტს ჩინელებთან დასაქმებული ეთნიკურად ქართველები შეესწრნენ და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები