NDI-ის კვლევის თანახმად, 43% მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მაღალი – 47% თვლის, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში ყველაფრის გათვალისწინებით იგივე დარჩა.
43% მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი პირობები ერთ წელიწადში გაუარესდა, 9% კი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა. 1%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები