„ველოდებით ლევან კობიაშვილს, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის თავისი გეგმა წარმოადგინოს“

ფეხბურთის განვითარებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია უახლოეს მომავალში ელოდება ახალი პრეზიდენტის მიერ, მათთვის საკუთარი გეგმის გაცნობას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის დაეხმაროს ფეხბურთის ფედერაციას.
„სამთავრობო კომისია არსებობს ფეხბურთის განვითარების მიმართულებით და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით პრეზიდენტს, რომ წარმოადგინოს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის, სად უნდა ჩაერიოს სახლემწიფო, როგორ დავეხმაროთ ფედერაციას. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კალაძე აცხადებს, რომ კობიაშვილის ოპონენტები ცდილობდნენ, აპელირება მოეხდინათ იმ თემით, თითქოს მათ ერთი ადამიანის ხმა წაართვეს, რაც კალაძის შეფასებით, აბსოლუტური სიცრუეა.
„ამ თემაზე მიდიოდა საუბარი. ისინი აპელირებდნენ იმით, რომ გამოშვებას ითხოვდნენ ადამიანის, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო დაკავებული, თუმცა კობიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანი შეეძლოთ სხვა პიროვნებით ჩაენაცვლებინათ. ისინი აპელირებდნენ, რომ ხმა წაართვეს, რაც საბსულუტური სიცრუეა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები