NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს
NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.
გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში; 71%-ისთვის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი არის თბილისი; 1% აცხადებს, რომ სადმე სხვაგან, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი.
NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 4 448 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო პლუს-მინუს 3,01%-ია.