NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 34% კი – დასაქმებულად.
კვლევის თანახმად, აღნიშნული 66%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 27% ფიქრობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 5% უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს, 33% კი, თავს არააქტიურ სამუშაო ძალად მიიჩნევს.
NDI კვლევის შედეგებს სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ წარადგენს.
კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.
გამოკითხულია 4 448 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი კი პლუს-მინუს 3%-ია.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.