NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა თუ სოფელში, საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევაში, რომელიც, ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% – იგივე დარჩა, 43% – გაუარესდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.