ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს.
პრემიერი ლუკაშენკოს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.