“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდგრადი ტრანსპორტის განყოფილების დირექტორი ეწვევა

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ტრანსპორტის განყოფილების დირექტორი ევა მოლნარი ეწვევა.
როგორც “კვირას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით, 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”.
“მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ტრანსპორტის განყოფილების დირექტორი ევა მოლნარი ეწვევა, რომელიც 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში “აბრეშუმის გზის აღორძინება – ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად”, როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.
ევა მოლნარი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ტრანსპორტის განყოფილების დირექტორი 2007 წლიდან. მანამდე, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ტრანსპორტის განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე. ასევე რამდენიმე წლის განმავლობაში მიწვეული ლექტორის პოზიცია ეკავა ბუდაპეშტის ეკონომიკისა და ტექნიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში.
მანამდე ევა მოლნარი მუშაობდა ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის კონსულტანტად და ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა უნგრეთის ტრანსპორტის სამინისტროში. იგი ასევე იყო უნგრეთის საგზაო ტრანსპორტი კომპანიის KaposVolan გენერალური დირექტორი და, ასევე, სხვადასხვა სატრანსპორტო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოების წევრი, მათ შორის ისეთი კომპანიებისა, როგორიცაა Austro- Hungarian Railways, Raberbahn.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები