ირაკლი ღარიბაშვილი აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკების და ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკების და ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალიდან იწყება.
როგორც “კვირას” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აეროპორტში სამუშაოების დაწყების პროცესს ადგილზე საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნობა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და “ტავ ურბან საქართველოს” შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები