საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძეს ახალ წინადადებას სთავაზობს

ეკა მიშველაძის გადაცემა საზოგადორვივ მაუწყებელზე საბოლოოდ დაიხურა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამის შესახებ მან ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერიდან გაიგო. ამჟამად ის ტელევიზიის გენერალურ დირექტორთან მორიგ შეხვედრას ელოდება.
“ვილაპარაკეთ ყველაფერზე ოღონდ არ გვილაპარაკია ჩემზე და ჩემს გადაცემაზე. დავსვი კითხვა რას ვშვრებით სამომავლოდ რამე გადაწვყვიტეთ თუ არა, მითხრა რომ მეჩქარება და შევხვდეთ შემდეგ. ამ დრომდე ოფიციალურად მე არ ვიცი, გარდა გიორგი გვიმრაძისა, რომელიც რამდენიმე დღის დანიშნულია იმ ტელევიზიაში და ისიც სხვა ეთერში გაკეთებულია განცხადება, რომ პირველი სტუდია დაიხურა,”- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ცვლილებების გამო პირველ არხზე ყველა გადაცემის დახურვას ადასტურებს გიორგი ბარათაშვილი. “მიმდინარეობს განახლების პროცესი მაუწყებელში. ყველა ძველი გადაცემა დაიხურა, მე პარასკევს ეკას შევხვდი, ორშაბათსაც შევხვდები. მაქვს კონკრეტული შეთავაზება, ორშაბათს გავივლით კიდევ. ეკა ჩვენი თანამშრომელია ეკა არსად არ მიდის,”- აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები