“ნაციონალური მოძრაობა” ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
“ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის სახელმწიფოს. ვუსამძიმრებთ იმ ათეულობით გარდაცვლილის ოჯახს, რომლებიც მომხდარ ტერაქტს სრულიად უდანაშაულოდ შეეწირნენ. ტერორიზმი ესაა უდიდესი საფრთხე, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 246-ს მიაღწია.
თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით “შრომა, მშვიდობა, დემოკრატია” ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები