ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა, “მოქალაქე“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს.
“ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს“, – აღნიშნულია “მოქალაქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.