ზურაბ ტყემალაძე: გაზს რა უნდა მოჰყვეს მილში? გგონიათ, რომ ბომბი გამოცურდება?

მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ „გაზპრომის“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. ზურაბ ტყემალაძის თქმით, ჯერჯერობით არავინ იცის, რა ფასზეა მოლაპარაკება. „ჯერჯერობით არავინ იცის, რა ფასზეა მოლაპარაკება, როგორ იქნება და რა იქნება. აქედან გამომდინარე, მოდით, წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. მაგრამ რომც იყოს ფასებში განსხვავება, ამაში ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ეს არის მიზანშეწონილობა, ეფექტური ტექნიკური მიზანშეწონილობა. როგორ გგონიათ, გაზს რა უნდა მოჰყვეს მილში? გგონიათ, რომ რაღაც ბომბი გამოცურდება და ბომბი მოვა? რა თქმა უნდა, არა!“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები