დავით სერგეენკო ახალ კვლევით ცენტრზე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი მოლოდინი ჰქონდეს ამ პროექტთან დაკავშირებით
პროტონულ თერაპიაში, თავისთავად ტექნოლოგია ვერ შექმნის ვერაფერს, თუ ის სწორად არ დაინერგა და არ მომზადდნენ შესაბამისი სპეციალისტები. ამ პროექტის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვეძლევა, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახალ სამეცნიერო ცენტრს.
“ამ პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება აღმოაჩნდეს ჯადაცვაში, კერძოდ, ონოკოლოგიაში. ონკოლოგიის სამ მთავარ მიმართულებაში: ქირურგია, ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია. რთულია მეოთხის აღმოჩენა, ზოგადად, კლინიკურ მედიცინაში სასწაულები არ ხდება, თუმცა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას რადიაციულ თერაპიაში, რომლითაც ათეულობით ათასმა პაციენტმა იმკურნალა. ეს არ არის საცდელი მკურნალობა, რომელსაც პოტენციურად შეიძლება ძალიან დადებითი გავლენა აღმოაჩნდეს ჩვენი პაციენტებისათვის. ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ პროექტის ფარგლებში მოვამზადოთ ჩვენი სპეციალისტები, არ მხოლოდ ამ კონკრეტულ მიმართულებაში, არამედ, ზოგადად, რადიაციულ თერაპიაში. ამ კონკრეტულ თერაპიაში, პროტონულ თერაპიაში, თავისთავად ტექნოლოგია ვერ შექმნის ვერაფერს, თუ ის სწორად არ დაინერგა და თუ არ მომზადდნენ შესაბამისი სპეციალისტები. ამ პროექტის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვეძლევა. თუმცა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას, – როგორც სამეცნიეროს, ასევე, ზოგადად, საზოგადოებას სწორი აღქმა და მოლოდინები ჰქონდეს იმისთვის, თუ რა იგეგმება და რა იქნება სწორი ქვეყნისთვის”, – განაცადა დავით სერგეენკომ.