პრემიერი: შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო

შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.
პრემიერი თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ შემზარავ ტრაგედიას ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაჭრილია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ უმძიმეს წუთებში.
ტერორიზმი კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაა და მას საზღვრები არა აქვს. ვერცერთი სახელმწიფო ტერორიზმს მარტო ვერ გაუმკლავდება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ებრძოლოს ამ უდიდეს დანაშაულს“,- აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები