გიორგი მარგველაშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს
შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.
პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
გიორგი მარგველაშვილი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს“,- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.