საქართველოს კონსული თურქეთში: აფეთქების ადგილას საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

ამ დროისთვის თურქეთში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – ამის შესახებ საქართველოს კონსულმა თურქეთში ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა.
გოგიტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოში არანაირი ინფორმაცია არ შესულა.
„ქალაქ ანკარაში, ქალაქის ცენტრში მოხდა აფეთქება. ამ დროისთვის საელჩოში არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები იმ ადგილას არ იმყოფებოდნენ“,- განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.
თურქეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი დაიჭრა. ტერაქტი თურქეთის დედაქალაქში, ანკარის რკინიგზის სადგურის რაიონში დღეს დილით, მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს მოხდა. ტერაქტი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები