დომოდედოვოს აეროპორტიდან "კომედი კლუბის“ მონაწილე გაიტაცეს

  მოსკოვში, დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში ტელეპროექტ “კომედი კლუბის” მონაწილე ჟურნალ “მაქსიმის” ფოტომოდელი გაიტაცეს. ამის შესახებ “ლაიფ ნიუსი” დაზე – გალინაზე დაყრდნობით წერს. „ყველაფერი აეროპორტში, პარკირების ადგილას მოხდა, ჩამოფრენის შემდეგ კარინა დასთან და ფოტოგრაფთან ერთად ტაქსისკენ გაემართა. კარინა ჩამორჩა დასა და მძღოლს: უეცრად ყვირილის ხმა გაისმა. ეს ჩემი დის ხმა იყო,- აცხადებს გალინა. როდესაც ჩვენ შევბრუნდით, კარინა უკვე აღარ იყო. ჩვენ ვერ მოვასწარით მანქანის ნომრის დამახსოვრება“. როგორც ცნობილია, პოლიციას უკვე მიმართეს და კარინას ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები