საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ოთხი თვის განმავლობაში გარდამავალ რეჟიმში იმუშავებს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ოთხი თვის განმავლობაში გარდამავალ რეჟიმში იმუშავებს. როგორც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, იგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციას ითვალისწინებს და შესაბამისი თხოვნით პარლამენტს მიმართავს.
“ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თხოვნას და რეკომენდაციებს. სააგენტოს მუშაობისთვის გარდამავალი პერიოდი ოთხი თვე იქნება, რის შესახებაც თხოვნით, საქართველოს პარლამენტს მივმართავთ”,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ახლად შექმნილი სააგენტოს საბჭო დღეს შეიკრიბება.