აჭარისა და გურიის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

აჭარისა და გურიის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგია ქობულეთის 464 აბონენტს არ მიეწოდება, ხოლო ლანჩხუთსა და ოზურგეთში ელექტროენერგიის გარეშე 360 აბონენტია დარჩენილი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები დილიდან იყვნენ სრულად მობილიზებულები; ისინი მუშაობდნენ და განაგრძობენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად აღმოფხვრან ძლიერი, გადაუღებელი წვიმით გამოწვეული დაზიანება და, შესაბამისად, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება დარჩენილი აბონენტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა 110 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ქობულეთი“, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა.
ამ დროისთვის, აჭარასა და გურიაში, საერთო ჯამში, ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ 824 აბონენტს. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები