როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 11 ოქტომბრიდან გამოიდარებს, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალ დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავიზღვისპირა რაიონებში გამოიდარებს, 10 ოქტომბერს უმეტეს რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. 11 ოქტომბრიდან კი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
მისივე ინფორმაციით, 11 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები