რა შემთხვევაში მიმართავს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მკაცრ ზომებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ეზოების, სკვერების,ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის ფაქტებთან დაკავშირებით მოსახლეობას კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის განყოფილება, ამ მიზნით ყოველღიურ მონიტორინგს ახორციელებს.
„ბოლო პერიოდში გახშირდა ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის ფაქტები, ასევე გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, აქვს ადგილი სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევას და ვადებში შეუსრულებლობას, აქედან გამომდინარე, კატეგორიულად მიმართავს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაიცვას კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა და იმოქმედონ მხოლოდ კანონის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის განყოფილება, ამ მიზნით ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს და მიმართავს მოსახლეობას, აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მერიის „ცხელ ხაზზე“: 2 72 22 22“,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები