გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა „კვირასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა (ვიდეო)

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა საინფორმაციო ანალიტიკურ-პორტალ „კვირასთან“ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა და „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა მოაწერეს, სამომავლო გეგმებსა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.12080865_966954393348440_2053992465_n
მხარეებმა აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასეს და ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტმა სოციალურ აქტივობებში სტუდენტების ჩართვის შეთავაზება მიიღო, რაც სტუდენტების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ჩვენი საგანმანათლებლო პრინციპი ეფუძნება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან შეხამებას.
ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის მერხებზე იძენენ თეორიულ ცოდნას, შემდგომ საჭიროებენ ჟურნალისტური ოსტატობის დახვეწას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ამ ტიპის ინტერნეტგამოცემასთან თანამშრომლობა სწორედ ამას შეუწყობს ხელს. ისინი გაივლიან პრაქტიკას-სტაჟირებას და უფრო მეტად დაიხვეწებიან.
„კვირასთან“ თანამშრომლობის დროს სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა, სტუდენტს კარგ მოქალაქედ ჩამოაყალიბებს.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ცალკეული მიზანდსასახულობანი – „კვირასთვის“ სიუჟეტებისა და რეპორტაჟების მომზადება, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში არის ტელე-ლაბორატორია და ალბათ ესეც გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს ჩვენს თანამშრომლობას“,-აღნიშნა ხელმოწერის დასრულების შემდეგ გიორგი მათიაშვილმა.12071408_966954386681774_30176211_n
მათიაშვილმა პორტალ „კვირასთან“ მემორანდუმის გაფორმების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტერნეტგამოცემამ მოკლე დროში საკმაოდ მყარი ავტორიტეტი მოიპოვა.
„შედარებით ახალგაზრდა გამოცემაა და მან უკვე საკმაოდ მყარი ავტორტეტი მოიპოვა. ის არ არის ზედაპირული ინფორმაციის მომწოდებელი, არამედ მის ინტერესებში შედის საფუძვლიანი ანალიტიკური საქმიანობა, ანალიზი ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პრობლემების. ჩვენთვის საინტერესოა სწორედ ასეთ ინტელქტუალურ, დახვეწილ პორტალთან თანამშრომლობა,რადგან ეს ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების განვითარებას“,-დასძინა მათიაშვილმა.
უნივერსიტეტის რექტორატმა პორტალ „კვირას“ სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები