ფიფას ეთიკის კომიტეტმა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს და უეფას ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერა

ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი თანამდებობებიდან დროებით გაათავისუფლა. ბლატერს და პლატინის უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერდათ. ბლატერი ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას ახალ არჩევნებამდე აპირებდა, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება. პლატინი კი ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. ახლა არჩევნებში პლატინის მონაწილეობა შეუძლებელია, ვინაიდან უეფას პრეზიდენტი მუშაობას მხოლოდ მომავალი წლის იანვარში დაუბრუნდება.
თანამდებობებიდან გადაყენებულ ფეხბურთის მაღალჩინოსნებს საფეხბურთო საქმიანობა მსოფლიო და ნაციონალურ დონეზე 90 დღის განმავლობაში ეკრძალებათ. ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერისა და პლატინის წინააღმდეგ გამოძიება სექტემბერში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა შვეიცარიის პროკურატურის მიერ ფიფას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები