გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ევროკავშირის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები