კახა კალაძე თბილისის მერად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თბილისის მერად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც კალაძემ სასტუმრო „რედისონში“ ჟურნალისტებს განუცახადა, ინფორმაცია, დედაქალაქის მერად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. მისი განცხადებით, მსგავსი კონსულტაციები არ ყოფილა.
„მსგავს თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა. არ განიხილება ჩემი მერად დანიშვნა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები