ქობულეთში მომხდარი წყალდიდობის გამო ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რკინიგზის დატორვის გამო, ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისი ვერ შესრულდა.
როგორც “კვირას“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ჩაქვიდან უკან დაბრუნდა.
“მატარებელი, რომელიც ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ქობულეთში მომხდარი წყალდიდობის გამო ჩაქვიდან უკან დაბრუნდა, “საქართველოს რკინიგზამ“ სცადა მგზავრების ავტობუსით გადაყვანა, თუმცა დატბორვის გამო გზებზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილებაც შეფერხებული იყო, ამიტომ მატარებელი უკან გაბრუნდა. მოთხოვნის შემთხვევაში, მგზავრებს ბილეთების თანხა 100%-ით აუნაზღაურდებათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წყლის დონე ეტაპობრივად კლებულობს, შესაბამისად, თბილისი-ბათუმის მატარებლის რეისი, სავარაუდოდ,უახლოეს პერიოდში შესრულდება“,-განუცხადა “კვირას“ დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები