შსს-ს სასაზღვრო პოლიციას DTRA-ს წარმომადგენლები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ეწვივნენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი, პოლკოვნიკი გრიგოლ ბერულავა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელებას და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადების საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ბათუმი), N2 სამმართველოს (ახალციხე) და N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სასაზღვრო სექტორები მოინახულეს.
ვიზიტის ბოლოს სტუმრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან, დაბა სუფსაში ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრს და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ფოთი) დაათვალიერებენ.