ვაკის რაიონის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩეხეთის დაძმობილებულ ქალაქს ეწვია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები, გიორგი მუსხელიშვილი და გოჩა ბაბუნაშვილი, ვაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზვიად ჭილაიასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
როგორც თბილისის საკრებულოდან “კვირას” აცნობეს, ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩეხეთში ზაზა გოგსაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მხარეებმა ახალგაზრდების გაცვლით პროგრამასა და განათლების სისტემის პრიორიტეტებზეც ისაუბრეს. ვაკის რაიონის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩეხეთში დაძმობილებული ქალაქის, პრაღა 6 – ის მუნიციპალიტეტის მერმა ონდრეო კოლარიმ მიიწვია. ვიზიტის ფარგლებში სხვადსხვა შეხვედრაა დაგეგმილი, პრაღა 6-ის მუნიციპალიტეტის ოლქის მერთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან. ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 7 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება.